ქართული
სპორტი
სპორტსმენები

გურამ საღარაძე

დაბადების თარიღი 21/03/1939   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1939 წლის 21 მარტს თბილისში
თავისუფალი ჭიდაობა; 78კგ

ტიტულები:
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 1964 (78კგ; ტოკიო)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1963 (78კგ; სოფია, ბულგარეთი), 1965 (78კგ; მანჩესტერი, ინგლისი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1966 (78კგ; ტოლედო, ამერიკის შეერთებული შტატები), 1967 (78კგ; დელი, ინდოეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1968 (78კგ; სკოპიე, იუგოსლავია)
სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1967 (78კგ; მოსკოვი)
სსრკ ჩემპიონი - 1964 (78კგ; ბაქო), 1965 (78კგ; თბილისი), 1966 (78კგ; ალმა ატა)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1967 (78კგ; მოსკოვი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1968 (78კგ; მახაჩყალა)

სსრკ სპორტის ოსტატი - 1958
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1965
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2013

სხვა ჯილდოები:
შრომის წითელი ნიშნის ორდენი (სსრკ)
ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ)

გურამ საღარაძის შედეგები 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:
I წრე: ჯობ მაიო (ფილიპინები) - მოგება
II წრე: შაკარ ხან შაკარი (ავღანეთი) - მოგება
III წრე: ფილ ობერლენდერი (კანადა) - მოგება
IV წრე: მადჰო სინგჰი (ინდოეთი) - მოგება
V წრე: ისმაილ ოგანი (თურქეთი) - ფრე
VI წრე: მოჰამად ალ სანატკარანი (ირანი) - ფრე*
*-იმის გამო, რომ ისმაილ ოგანს და გურამ საღარაძეს ერთნაირი შედეგები და საჯარიმო ქულები აღმოაჩნდათ, ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი აწონვით გამოვლინდა. საღარაძე მეტოქესთან შედარებით 700 გრამით მძიმე იყო და შედეგად მეორე ადგილზე გავიდა.

*-1963 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს VII ჩემპიონატს უმასპინძლა. გურამ საღარაძემ სამხრეთაფრიკელი ჯ.მარტენსი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი იურგენ ვიეხმანი, თურქი ტეფიკ დემირი და ბულგარელი პეტკო დერმენჯიევი დაამარცხა. თურქ ისმაელ ოგანთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ საღარაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
*-1965 წლის 1-3 ივნისს ინგლისში, მანჩესტერში მომდევნო, მსოფლიოს VIII ჩემპიონატი ჩატარდა. ქართველმა ფალავანმა შვედი კურტ ელმგრენი, ამერიკელი რასელ კამილერი, ირლანდიელი ჯოზეფ ფინი, ბულგარელი პეტკო დერმენჯიევი და იაპონელი იასუო ვატანაბე დაამარცხა, ხოლო ირანელ მოჰამად ალ სანატკარანთან ფრეს შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის წოდება შეინარჩუნა.
*-1965 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენთა შორის მესამე ადგილი დაიკავა ომარ ფხაკაძის (ველოსპორტი) და ნონა გაფრინდაშვილის (ჭადრაკი) შემდეგ. რეფერენდუმი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირმა ჩაატარა.
*-1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადის წინ წონა შეიცვალა, ზედა, 82კგ წონით კატეგორიაში აინაცვლა, თუმცა ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვდა და კარიერა დაასრულა.
*-2003 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

   

სხვა(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1968, მაჰაჩყალა, რუსეთი; კიევი, უკრაინა
მეორე ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1967, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1966, ალმათი, ყაზახეთი; ნოვიოსიბირსკი, რუსეთი
პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1965, თბილისი, საქართველო; ერევანი, სომხეთი
პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1964, ორჯონიკიძე (ვლადიკავკაზი), რუსეთი; ბაქო, აზერბაიჯანი
მესამე ადგილი(-78 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1968, სკოპიე, იუგოსლავია
მეორე ადგილი(-78)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1967, დელი, ინდოეთი
მეორე ადგილი(-78 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, ტოლედო, აშშ
პირველი ადგილი(-78 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1965, მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
პირველი ადგილი(-78 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963, სოფია, ბულგარეთი
მეორე ადგილი(-78 კგ)
ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო