ქართული
სპორტი
სპორტსმენები

თემურ ხუბულური

დაბადების თარიღი 24/05/1955   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ძიუდო
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი შიდა ქართლი
ქალაქი გორი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1955 წლის 24 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში
ძიუდო (93კგ, 95კგ, აბსოლუტური)

ტიტულები:
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 1980 (95კგ; მოსკოვი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1979 (95კგ; პარიზი, საფრანგეთი), 1981 (95კგ; მაასტრიხტი, ნიდერლანდები)
ევროპის ჩემპიონი - 1976 (93კგ; კიევი, საბჭოთა კავშირი), 1977 (გუნდი; ლუდვიგსჰაფენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1979 (95კგ; ბრიუსელი, ბელგია)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1981 (95კგ; დებრეცენი, უნგრეთი)
მსოფლიოს საუნივერსიტეტო თამაშების ვიცე-ჩემპიონი - 1974 (93კგ; ბრიუსელი, ბელგია)
სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი - 1979 (აბსოლუტური; მოსკოვი)
სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1975 (93კგ; კიშინიოვი)
სსრკ ჩემპიონი - 1979 (აბსოლუტური; მოსკოვი), 1982 (95კგ; კიშინიოვი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1974 (93კგ; რიგა), 1980 (95კგ; ზაპოროჟიე)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1977 (95კგ; თბილისი), 1976 (93კგ; კერკრადე, ნიდერლანდები), 1979 (აბსოლუტური; თბილისი), 1979 (95კგ; კერკრადე, ნიდერლანდები), 1981 (95კგ; პოტსდამი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1982 (+95კგ; ვარშავა, პოლონეთი)
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 1975 (95კგ; თბილისი), 1980 (95კგ; ლვოვი)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი - 1976 (93კგ; თბილისი), 1977 (95კგ; პარიზი, საფრანგეთი), 1979 (95კგ; თბილისი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ახალგაზრდები) - 1974 (+93კგ; რიო დე ჟანეირო, ბრაზილია)
ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1975 (93კგ; ტურკუ, ფინეთი)
საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში - 1976

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1979

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1980
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2015

*-თემურ ხუბულურის შედეგები 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე:
1/16: დარიუშ ნოვაკოვსკი (პოლონეთი) - მოგება
1/8: დანიელ რადუ (რუმინეთი) - მოგება
1/4: დიტმარ ლორენცი (გდრ) - მოგება
1/2: როლანდო ხოსე ტორნესი (კუბა) - მოგება
ფინალი: რობინ ვან დე ვალე (ბელგია) - წაგება

*-1979 წლის 6-9 დეკემბერს საფრანგეთის დედაქალაქმა ძიუდოს X მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. თემურ ხუბულურმა 9 დეკემბერს იასპარეზა 1/16-ფინალიდან და გადამწყვეტ შეხვედრამდე ზედიზედ სძლია ელ არაბი ელ ჯამალის (მაროკო), ჰენკ ნუმანს (ნიდერლანდები), იშტვან შეპეშის (უნგრეთი) და რობერტ კიოსტენბერგერს (ავსტრია). ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ბელგიელ რობერტ ვან დე ვალეს აჯობა.
*-1981 წლის 3-6 სექტემბერს ძიუდოს XI მსოფლიო ჩემპიონატი ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტში გაიმართა. თემურ ხუბულურმა 3 სექტემბერს იჭიდავა და ფინალამდე ზედიზედ სძლია რ.ანტონიოს (ესპანეთი), გიუნტერ ნოიროთერს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), ზბიგნევ ბიელავსკის (პოლონეთი), იუნ-იო ჰას (სამხრეთი კორეა), ხოლო გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კვლავ რობერტ ვან დე ვალე დაამარცხა.
*-2012-2016 წლებში საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“).
*-2016-2020 წლებში საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“).

   

პირველი ადგილი(95კგ)
ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1982, კიშინიოვი, მოლდოვა
მეორე ადგილი(95კგ)
ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1980, ზაპოროჟიე, უკრაინა
პირველი ადგილი(აბსოლუტური)
ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1979, მოსკოვი, რუსეთი
მეორე ადგილი(93კგ)
ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1974, რიგა, ლატვია
პირველი ადგილი(-93 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1976, კიევი, სსრკ
მეორე ადგილი(-95)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1981, დებრეცენი, უნგრეთი
პირველი ადგილი(-95 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1979, ბრიუსელი, ბელგია
პირველი ადგილი(-95 კგ)
ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 1981, მაასტრიხტი, ნიდერლანდები
პირველი ადგილი(-95 კგ)
ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 1979, პარიზი, საფრანგეთი
მეორე ადგილი(-95 კგ)
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო