ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თეა წულუკიანი ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია

თეა წულუკიანი ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია. თეა წულუკიანმა მინისტრის მოადგილესთან, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, სოსო გიორგაძესთან და სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილესთან, ვახტანგ ბააკაშვილთან ერთად დაათვალიერა ახალგაზრდობის სააგენტოს შენობა. შედგა მსჯელობა, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ახალგაზრდობის სააგენტოს ინფრასტრუქტურა ისე, რომ უფრო ეფექტიანი იყოს, მოეწყოს სათანადო სივრცეები ახალგაზრდებთან შესახვედრად და სათანადო სამუშაო პირობები შეიქმნას.

ამასთან, ახალგაზრდობის სააგენტოს ეფექტიანობის გაზრდისთვის სამომავლო გეგმები დაისახა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტია და, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ახალგაზრდობის სააგენტოს მუშაობაც ორიენტირებული უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართვაზე სააგენტოს პროექტებში, სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომის ზრდასა და ახალი სერვისების შექმნაზე.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო