ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

საქართველოს გამარჯვებით დასრულდა თბილისში გამართული შესარჩევი ეტაპის ყველა შეხვედრა, რომელიც ოლიმპიკის საცურაო აუზზე გაიმართა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში ბელარუსი, პოლონეთი და სლოვაკეთი ჰყავდა და სამივე მათგანთან გაიმარჯვა.

ჯგუფის ბოლო მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა სლოვაკეთი ანგარიშით 18-16 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონატს წელს ხორვატიის ქალაქი სპლიტი უმასპინძლებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო