ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე!

ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე!

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩის მსვლელობისას ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, თამაშის შემოტრიალება შეძლო და აქტივში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

მომდევნო მატჩს გუნდი 26 იანვარს ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფში ბოსნიის და აზერბაიჯანის გარდა ესპანეთის ეროვნული ნაკრებიც თამაშობს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო