ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სოსო გიორგაძემ ვიქტორ სანეევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა

სოსო გიორგაძემ ვიქტორ სანეევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძლეოსნისა და თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტის, ვიქტორ სანეევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ვიქტორ სანეევი 3 იანვარს, ავსტრალიაში გარდაიცვალა. ის სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი გახლდათ.

სანეევი იყო პირველი სპორტსმენი საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა, 2001 წელს კი მამაკაცთა შორის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. იგი ასევე გახლდათ ერთადერთი სამმხტომელი, რომელმაც მძლეოსნობის ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ 3 ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.

ვიქტორ სანეევს მიღებული ჰქონდა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედალი - სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი და სხვა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო