ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
დღეს ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის ნოდარ ჯორჯიკიას დაბადებიდან 100 წელი გავიდა.

დღეს ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის ნოდარ ჯორჯიკიას დაბადებიდან 100 წელი გავიდა.

ნოდარ ჯორჯიკია 1921 წლის 15 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა. ბრწყინვალე საკალათბურთო კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიგო და ქართული კალათბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ნოდარ ჯორჯიკია გახლდათ ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1952 წ.), ევროპის ჩემპიონი (1947 წ.), საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1944, 1946, 1950, 1953, 1954 წლებში), ჰელსინკის ოლიმპიადის კალათბურთელთა სიმბოლური ხუთეულის ნაკრების წევრი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი და არაერთი ტიტულის და საპატიო პრიზის მფლობელი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ნოდარ ჯორჯიკიას მოღვაწეობას და მის მიერ შეტანილ წვლილს ქართული კალათბურთის განვითარებაში.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო