ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სამინისტრო ულოცავს საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებთან მოპოვებულ გამარჯვებას.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებთან მოპოვებულ გამარჯვებას.

პოლონეთის ქალაქი კრაკოვი მასპინძლობს ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს. საქართველოს ნაკრებმა 9-14 ადგილებისთვის ბრძოლაში შეხვედრა ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად 8:0 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა თურქეთისა და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, „დ“ ჯგუფში დაიწყო და თამაშს უკეთესი ადგილის მოსაპოვებლად აგრძელებს.

ბელგიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ საქართველო დღეს, 18 სექტემბერს გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო