ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობას ულოცავს.

„საქართველოს პირველ ჩოგანსა და ეროვნული ნაკრების ლიდერს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ვულოცავ კატარის დედაქალაქ დოჰაში მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებასა და კარიერაში კიდევ ერთი საერთაშორისო ტიტულის მოპოვებას. სასიხარულოა, რომ ამ გამარჯვებით, ნიკოლოზი რამდენიმე საფეხურით დაწინაურდება ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში, რაც ასევე მნიშვნელოვანია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად. ნიკოლოზ ბასილაშვილს სამომავლო წარმატებებსა და დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ.“



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო