ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის 1/4 ფინალშია!

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 1/4 ფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა, ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში, ავსტრალიელი ჯონ მილმანის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, 1/8 ფინალურ შეხვედრაში ტუნისელი მალეკ ჯაზირი ორ სეტში დაამარცხა - 6:2, 6:2.

კატარის საერთაშორისო ტურნირის 1/4 ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს შეხვდება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო