ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
26-27 სექტემბერს, მთაწმინდის პარკმა ქართულ ტრადიციულ თამაშებს უმასპინძლა (ფოტოგალერეა)

26-27 სექტემბერს, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მთაწმინდის პარკის სტუმრებმა ქართული ტრადიციული თამაშები, ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა და ფოლკლორული ნომრები იხილეს. თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ღონისძიება საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ და მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფოტო: საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაცია



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო