ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ივნისი 12:00, დამატებითი ინფორმაცია ვებინარის შესახებ, რეგისტრირებულ მონაწილეებს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ.

ონლაინ დისკუსიის დროს, განხილული იქნება ის მდგომარეობა რაც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ქართულ სპორტში და ზოგადად, საერთაშორისო სპორტის სფეროში შეიქმნა. ვებინარის სპიკერები ყურადღებას გაამახვილებენ იმ ნაბიჯებზე, რაც სახელმწიფომ გადადგა პანდემიის პერიოდში სპორტის მიმართულებით, ასევე იმსჯელებენ საერთო ხასიათის პრობლემატიკაზე, ძირითადი საკითხების მოგვარების გზებზე და პანდემიის შემდგომი პერიოდის გემებზე სპორტში.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის - „ლა ლიგა ბიზნეს სკოლა“ საგანმანათლებლო დეპარტამენტია, რომელიც სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს და სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამებსა და კურსებს ახორციელებს სპორტის სფეროში.

„ლა ლიგა ბიზნეს სკოლა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთან და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. ორგანიზაციის ინიციატივით, 2020 წლის იანვრიდან, საქართველოში პირველად, „ლა ლიგა ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის 3 კვირიანი კურსი ჩატარდა.

 

ვებინარი - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში

25 ივნისი, დასაწყისი 19:00.

ვებინარის სპიკერები:

ხოსე მოია გომესი (ლა ლიგის ბიზნეს სკოლის დირექტორი);

შალვა გოგოლაძე (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე);

მიხეილ ყაველაშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე);

ჯემალ ძაგანია (საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი);

ელგუჯა ბერიშვილი (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი);

ვებინარის მოდერატორი:

შოთა გოგიტაური (Sport Solution)

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ვებინარი თემაზე - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და არასამთავრობო სპორტული ორგანიზაციების - La Liga Business School და Sport Solution ინიციატივით, 25 ივნისს 19:00 საათზე ვებინარი გაიმართება თემაზე - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში (Webinar Congress: Georgian Sport through and after Covid 19).

ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს, პარლამენტის, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის, ასევე აღნიშნული სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოწვეულნი იქნებიან სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მოქმედი სპორტსმენები, ჟურნალისტები და სპორტის გულშემატკივრები.

ვებინარში მონაწილეობის და ინფორმაციის მიღების მსურველებს, 22 ივნისიდან შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ივნისი 12:00, დამატებითი ინფორმაცია ვებინარის შესახებ, რეგისტრირებულ მონაწილეებს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ.

ონლაინ დისკუსიის დროს, განხილული იქნება ის მდგომარეობა რაც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ქართულ სპორტში და ზოგადად, საერთაშორისო სპორტის სფეროში შეიქმნა. ვებინარის სპიკერები ყურადღებას გაამახვილებენ იმ ნაბიჯებზე, რაც სახელმწიფომ გადადგა პანდემიის პერიოდში სპორტის მიმართულებით, ასევე იმსჯელებენ საერთო ხასიათის პრობლემატიკაზე, ძირითადი საკითხების მოგვარების გზებზე და პანდემიის შემდგომი პერიოდის გემებზე სპორტში.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის - „ლა ლიგა ბიზნეს სკოლა“ საგანმანათლებლო დეპარტამენტია, რომელიც სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს და სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამებსა და კურსებს ახორციელებს სპორტის სფეროში.

„ლა ლიგა ბიზნეს სკოლა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთან და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. ორგანიზაციის ინიციატივით, 2020 წლის იანვრიდან, საქართველოში პირველად, „ლა ლიგა ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის 3 კვირიანი კურსი ჩატარდა.

 

ვებინარი - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში

25 ივნისი, დასაწყისი 19:00.

ვებინარის სპიკერები:

ხოსე მოია გომესი (ლა ლიგის ბიზნეს სკოლის დირექტორი);

შალვა გოგოლაძე (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე);

მიხეილ ყაველაშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე);

ჯემალ ძაგანია (საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი);

ელგუჯა ბერიშვილი (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი);

ვებინარის მოდერატორი:

შოთა გოგიტაური (Sport Solution)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო