http://www.fiba.basketball/eurobasket/2021/news/fiba-eurobasket-dream-teams-georgia

თქვენი ვერსია ასევე შეგიძლიათ დააფიქსრიოთ FIBA-ს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/1435880143300552/posts/2590718201150068/

აღსანიშნავია, რომ ყოველი გამოკითხვისას, FIBA აქვეყნებს კონკრეტული ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაციასა და ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობის ისტორიას. საქართველო ევროპის 4 ჩემპიონატის მონაწილე ქვეყანაა, 2022 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპი სწორედ ჩვენს ქვეყანაში გაიმართება.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
გულშემატკივარი საქართველოს 21-ე საუკუნის სიმბოლურ ნაკრებს გამოავლენს

მსოფლიოში კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA), სოციალურ მედიაში ახალი რუბრიკა წამოიწყო, რომელიც გულშემატკივარს ევროპის ქვეყნების ნაკრებებს, წამყვან კალათბურთელებს, დაუვიწყარ მატჩებს და ევროპულ კალათბურთთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო მოვლენას აცნობს.

ახალი სოციალური აქტივობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გამოკითხვაა, სადაც გულშემატკივრები ევროპის ქვეყნების სიმბოლურ გუნდებს - 'Dream Team'-ს არჩევენ. FIBA წარმოგვიდგენს გამორჩეულ მოთამაშეებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში 2000-2020 წლებში უთამაშიათ, გულშემატკივარმა კი მათ შორის საუკეთესო ხუთეული უნდა შეადგინოს. სწორედ ამ პრინციპით, FIBA საქართველოს 21-ე საუკუნის „საოცნებო გუნდის“ - 'Dream Team'-ის შერჩევას გვთავაზობს.

გამოკითხვაში 12 კალათბურთელი მოხვდა: ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვლადიმერ ბოისა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და მაიკლ დიქსონი. გამოკითხვა მიმდინარეობს FIBA-ს ვებ-გვერდზე. წარმოდგენილი 12 მოთამაშიდან უნდა შეარჩიოთ საუკეთესო ხუთეული.

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე: 21-ე საუკუნის საქართველოს ნაკრების სიმბოლური ხუთეულის შერჩევა - http://www.fiba.basketball/eurobasket/2021/news/fiba-eurobasket-dream-teams-georgia

თქვენი ვერსია ასევე შეგიძლიათ დააფიქსრიოთ FIBA-ს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/1435880143300552/posts/2590718201150068/

აღსანიშნავია, რომ ყოველი გამოკითხვისას, FIBA აქვეყნებს კონკრეტული ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაციასა და ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობის ისტორიას. საქართველო ევროპის 4 ჩემპიონატის მონაწილე ქვეყანაა, 2022 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპი სწორედ ჩვენს ქვეყანაში გაიმართება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო