ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
„სპორტფოტო 2019“ - სპორტული ფოტოგამოფენა მეექვსედ გაიმართა

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო 2019 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია. კატალოგში 30-მდე სპორტული ფოტოგრაფის 250-ზე მეტი ნამუშევარია. პარალელურად, ექსპოზიციაზე მისულმა დამთვალიერებელმა გასული წლის გამორჩეული სპორტული მოვლენების ამსახველი ვიდეოკლიპი იხილა.

გამოფენის სტუმრებს შორის იყვნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, სპორტსმენები და სპორტული ჟურნალისტები.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო