ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში - 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე გუნდური ადგილი დაიკავა.

ქართველ ფალავნებს აეროპორტში დახვდნენ და წარმატება მიულოცეს - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, სპორტულმა ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა.

რომში ევროპის ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალური შეხვედრა პოლონელ რობერტ ბარანს 11:0 მოუგო და ევროპირველობის გამარჯვებული მეორედ გახდა. ვერცხლის მედალი ბექა ლომთაძემ (61 კგ) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ).

რომში იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც და 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები იური ლომაძე (72 კგ) და მძიმეწონოსანი ლევან არაბული გახდნენ. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ამირან შავაძემ (60 კგ) და ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო