ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ჯაბა კანკავა საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელია!

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია - GFF AWARDS 2019 გაიმართა. ფედერაციამ რჩეულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა დასახელდა, რომელიც ჯილდოს კარიერაში მეორედ დაეუფლა. კანკავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დოლაბერიძე, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, მწვრთნელები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შალვა გოგოლაძემ 2019 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ტატიანა მატვეევა დააჯილდოვა. დღესვე, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ქართველ ჟურნალისტებს, თენგიზ პაჭკორიასა და დემიკო ლოლაძეს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ. სამინისტროს ინიციატივით კი ვეტერან ფეხბურთელებს, თემურ ჩხაიძეს, გიგლა იმნაძესა და ბეგი სიხარულიძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ.

GFF AWARDS 2019-ის გამარჯვებულები:

საუკეთესო ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ტატიანა მატვეევა

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ზურიკო დავითაშვილი

საუკეთესო გოლი - გიორგი გულიაშვილი

ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი

ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - არჩილ სებისკვერაძე

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ხატია ჭყონია

საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი - რევაზ კუკულაძე

საუკეთესო მსაჯი - გიორგი კვირიკაშვილი

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი

ავტორი: გივი კალანდაძე
By Givi Kalandadze

27.12.2019



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო