ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ტყვიის სროლა: ოქრო და ბრინჯაო ქველიაშვილის თასზე

ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დღეს დასრულდა შოთა ქველიაშვილის სახელობის თასის ღია გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში უფროსებს შორის.

ვაჟებში არმიის სპორტული კლუბის წევრმა ვლადიმერ მაიოროვმა გაიმარჯვა 576 ქულით (გუშინაც ამ შედეგით დაასრულა გამოსვლა თბილისის საერთაშორისო პირველობაზე და ვერცხლი მოიპოვა).

ქალებში საქართელოს ნაკრების მონაგარი ნინო სალუქვაძის ბრინჯაოს მედალია.

ხვალ შეჯიბრებაში ახალგაზრდები ჩაებმებიან, რომლებიც თბილისის ღია პირველობაზე იასპარეზებენ.

ვაჟები
1.ვლადიმერ მაიოროვი (ასკ) - 576 ქულა (96, 96, 94, 97, 98, 95)
2.რუსლან ლუნევი (აზერბაიჯანი) - 571 (95, 92, 97, 96, 95, 96)
3.კამრან ზეინალოვი (აზერბაიჯანი) - 571 (93, 97, 95, 96, 94, 96)

ქალები
1.ნიგარ ნასიროვა (აზერბაიჯანი) – 569 ქულა (98, 95, 95, 94, 95, 92)
2.ელმირა კარაპეტიანი (სომხეთი) - 563 (91, 92, 97, 94, 95, 94)
3.ნინო სალუქვაძე (ტნს) - 563 (92, 95, 97, 95, 92, 92)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო