ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
კალათბურთი: გიორგი შერმადინი X ტურის რჩეულია!

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადინი დასახელდა!

ტენერიფე იბეროსტარის ქართველმა ცენტრმა რეალ ბეტისის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, მისი მონაგარი კი ტურის მატჩებში ვერავინ გადაფარა და შერმადინიც დამსახურებულად გახდა MVP!
ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა ბეტისთან 94:89 მოგებულ მატჩში 31:57 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ასევე ერთხელ ჩაჭრა მეტოქის შეტევა.

გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 11-ჯერ დაირღვა.

კუნძულელთა ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი +35-ს გაუტოლდა, ცხადია ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ტურის დასრულების შემდეგ კი უძვირფასესი მოთამაშის ტიტულსაც დაეუფლა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო