ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ხელბურთი: ეროვნულმა გუნდმა შეკრება დაასრულა

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მოახლოებული შეჯიბრებების და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირების წინ მზადების მორიგი ეტაპი დაიწყო. ორივე ტურნირი იანვარში გაიმართება.

პირველი ეტაპი იყო ერთკვირიანი შეკრება ჩრდილოეთ მაკედონიაში, ოქტომბრის ბოლოს, რომლის დროსაც გუნდმა ორი ამხანაგური მატჩიც გამართა ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან.

ამჯერად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრების კანდიდატებმა ივარჯიშეს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების რამდენიმე ხელბურთელთან ერთად -  15 კაცი 5 დღით შეიკრიბა სასტუმრო ბატესტაში და ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდა ოლიმპიურ სასახლეში.

სავარჯიშო პროცესს უძღვებოდნენ დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე და გიორგი გვაზავა. სერბმა მწვრთნელმა სტოიანოვიჩმა შარშან უკვე უკვე ჩაატარა საწვრთნელი კემპი ჩვენს ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებებთან, მას შემდეგ ის სკოპიეს მეტალურგში მუშაობდა, ხოლო ახლახანს დაინიშნა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად და ამავე დროს არის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო სტაფშიც.

საქართველოს ნაკრების საწვრთნელი შეკრება - 14-19 ნოემბერი:
ზურაბ ცინცაძე (GK, იმედი-სტუ), ხაზეინ რუსტამოვი (LW, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (LW, BSB ბათუმი), ვლადიმერ ბაძაღუა (LW, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (RW, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (RW, ქუთაისი), შალვა სტურუა (CB, ქუთაისი), გივი გიორგაძე (LB, BSB ბათუმი), გიგა ზარნაძე (CB, ქუთაისი), გიორგი მიქავა (P, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (P), გიორგი დიხამინჯია (RB, RW), იური სილაგაძე (GK, წყალტუბო, ახალგაზრდული ნაკრები), მირიან გავაშელიშვილი (CB, იმედი-სტუ, ახალგაზრდული ნაკრები), გოჩა თურმანიძე (CB, BSB ბათუმი, ჭაბუკთა ნაკრები) - მწვრთნელები: დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე, გიორგი გვაზავა

მსოფლიო ჩემპიონატი - 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
10-12 იანვარი 2020, ბენევენტო, იტალია. გამარჯვებული გავა პლეი-ოფში
III ჯგუფი: იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო
10 იანვარი: რუმინეთი-საქართველო
11 იანვარი: საქართველო-იტალია
12 იანვარი: კოსოვო - საქართველო

ევროპის ჩემპიონატი - 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი
იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში
16 იანვარი: (თბილისის სპორტის სასახლე) საქართველო-ფინეთი
19 იანვარი: ფინეთი - საქართველო



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო