ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 3 ფინალი, 3 ვერცხლი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილის ფალავანთა საქართველოს ნაკრებმა მეორე საშეჯიბრო დღე 3 ვერცხლის მედლით დაასრულა.

ლევან ქავჟარაძემ (63კგ) და გურამ ხეცურიანმა (87კგ) გადამწყვეტი ბრძოლები დათმეს, ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ კი ფინალში ასპარეზობა ნახევარფინალში მიღებული მხრის ტრავმის გამო ვერ შეძლო და ავტომატურად ვერცხლს დაეუფლა.

97კგ წონაში ფინალის საგზური მოიპოვა გიორგი მელიამ, რომელიც ოქროს მედლისთვის ხვალ იჭიდავებს. მისი მეტოქე ფინელი სავოლაინენია. ხვალვე ბრინჯაოს მედლის მოგებას შეეცდება აივენგო რიკაძე (82კგ), ხოლო რამაზ ზოიძე (72კგ) ამავე სინჯის ჯილდოსკენ სვლას დამამშვიდებელი წრიდან დაიწყებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო