ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მაკმილანი: ბითაძეს კიდევ მივცემთ თავის გამოჩენის შანსს

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა კლივლენდ კეველიერსი 102:95 დაამარცხა. NBA-ის ქართველ დებიუტანტს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა: პარკეტზე გატარებულ 24:54 წუთში 10 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. მის აქტივშია 4 ბლოკიც, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი თანაგუნდელთაგან ყველაზე მაღალი ჰქონდა - +15.

ინდიანა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა პრესკონფერენციაზე ბითაძის შესახებ განაცხადა: „დღეს სათადარიგოებმა ჩინებულად ითამაშეს... ბითაძეს ამ სეზონში პირველად მივეცით ამდენი წუთი და უნდა ვთქვა, რომ ის ჩინებული იყო! თავისუფლად მოქმედებდა, მშვენივრად ითამაშა დაცვაში და ვფიქრობ, მას ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება. მაინტერესებდა როგორ ითამაშებდა საბონისთან წყვილში და უნდა ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ... გოგა ასევე კარგი იყო პოზიციურ თამაშში... სეზონი ახალი დაწყებულია და მას კიდევ მივცემთ თავის გამოჩენის შანსს“.

კლივლენდ კეველიერსთან მატჩი გოგასთვის მესამე იყო მიმდინარე სეზონში. 2 მოგებით და 3 მარცხით ინდიანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფში გამსვლელ მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბოთაძე და კომპანია ჩიკაგოში, ბულსთან გამართავს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო