ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საბონისი: ბითაძე შესანიშნავი იყო!

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა კლივლენდ კეველიერსი 102:95 დაამარცხა. NBA-ის ქართველ დებიუტანტს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა: პარკეტზე გატარებულ 24:54 წუთში 10 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. მის აქტივშია 4 ბლოკიც, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი თანაგუნდელთაგან ყველაზე მაღალი ჰქონდა - +15.

ბითაძის კარგი თამაში ინდიანელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დომანტას საბონისმაც გამოარჩია: „დღეს გოგა დაცვაში შესანიშნავი იყო! მიხარია, რომ ზეწოლას მშვენივრად უმკლავდება - თავისუფლად თამაშობს და რაც მთავარია, ცდილობს სიამოვნება მიიღოს კალათბურთით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გოგა ნიჭიერი ბიჭია“!

კლივლენდ კეველიერსთან მატჩი გოგასთვის მესამე იყო მიმდინარე სეზონში. 2 მოგებით და 3 მარცხით ინდიანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფში გამსვლელ მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბოთაძე და კომპანია ჩიკაგოში, ბულსთან გამართავს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო