ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ჭიდაობა: ბაგრატ გაგნიძე ფინალშია!


თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბაგრატ გაგნიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია! 79კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი დღეს ფინალურ ბლოკში რუს აჰმად ტაშუხაჯიევს დაუპირისპირდება.

ფინალამდე ბაგრატ გაგნიძემ ისრაელის გუნდის წევრ კასპეროვიჩს, ალჟირელ ბენფერდიალას, ნახევარფინალში კი უნგრელ მესტერს სძლია.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს გიორგი გეგელაშვილი (57კგ), თუმცა ის დამამშვიდებელი წრიდან დაიწყებს ასპარეზობას.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი მასპინძლობს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო