ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თბილისში გოლფის საერთაშორისო სამოყვარულო ტურნირი გაიმართება

საქართველოს გოლფის ფედერაციისა და სპორტული ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით, 17-19 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი ‘Taste and Play’ ჩატარდება.

ტურნირის პრეზენტაცია „გალერია თბილისში“ მდებარე რესტორან ‘Chaikhana Bazar’-ში გაიმართა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, გოლფის ფედერაციის, სპორტული ტურიზმის ალიანსისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ტურნირს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მოყვარული გოლფერები მიიღებენ, ‘Tbilisi Hills Golf & Residences’ უმასპინძლებს. მონაწილეთა რეგისტრაცია სექტემბერში დასრულდება.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო