
ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი, გიგა ქართველიშვილი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მოზარდებისთვის პროფესიული და მასოვრივი სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დასრულდა საქართველოს თასის გათამაშება.
საქართველოს ეროვნულმა ფედერაციამ „სპორტი ყველასათვის“ 2019 წელი შეაჯამა. ფედერაციის პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროექტის „გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტი ემსახურება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საანგარიშო სესია გამართა. დელეგატების წინაშე მოხსენებითი სიტყვით კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი წარდგა. სესიაზე 2019 წლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ განვლილი წელი შეაჯამა. განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფედერაციის პრეზიდენტმა, კონსტანტინე ამირაჯიბმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლდერინგში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.
ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - „ფალავნობა 2019“ გაიმართა, რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა. საჩხერელმა ფალავანმა ფინალში გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა და ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა. მესამე ადგილი ნიაზ დიასამიძემ დაიკავა, რომელსაც მეტოქე - ლაშა ტაველური ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა.

ცინდაოს მასტერსის უკანასკნელ დღეს შესანიშნავად იასპარეზა ლაშა ბექაურმა, რომელიც ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიგო!
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო