
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სპორტის სამინისტროს დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან, ფარიდ გაიბოვთან. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ და სამომავლო სპორტულ თანამშრომლობაზე.

19-21 სექტემბერს თბილისში პარაძუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც შესანიშნავად გამოვიდნენ ქართველი სპორტსმენები

ჩინეთში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ანასტასია გუბანოვამ. ორი პროგრამის ჯამში მან 206.23 ქულა დააგროვა მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს კიდევ ერთი ლიცენზია მოუპოვა.

ბულგარეთში მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდული მკლავჭიდის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მკლავჭიდელებმა 32 მედალი მოიპოვეს, აქედან - 19 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.

ტაილანდმა სუმოს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს სუმოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს - „მსოფლიოს ახალგაზრდული სერია - 2025”-ს - მასპინძლობს. ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის ,,მსოფლიოს ახალგაზრდულ სერია - 2025”-ს - მასპინძლობს. ტურნირის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საერთაშორისო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პეტრა სიორლინგთან და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების პრეზიდენტ პედრო მოურასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საერთო ჯამში მათ ექვსი მედალი მოიპოვეს - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

ინდონეზიაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავეებმა - ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა - რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ჩეხეთის ქალაქ ბრნოში ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი Junior Cup 2025 ჩატარდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა - ნიტა ჯამაგიძემ და ელენე ბაქრაძემ - ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო