
რაგბი ევროპას 2024 წლამდე კვლავ რუმინელი ოქტავიან მორარიუ უხელმძღვანელებს, სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი კი გიორგი ნიჟარაძე იქნება, რომელიც 2006-2016 წლებში საქართველოს რაგბის კავშირს ხელმძღვანელობდა.

თბილისის სპორტის სასახლე თებერვლის ბოლოს, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩებს, ე. წ. „ბაბლის პრინციპით“ უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება დღეს, 4 დეკემბერს, ფიბა-ს აღმასკომმა მიიღო.

მემორიალის გახსნის იდეა კანადაში საქართველოს საელჩოსა და ვანკუვერის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციას ეკუთვნის.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ილიას ზუროსის გუნდმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, წელს კამპანია ონლაინ სივრცეში ტარდება და მისი თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.

ილიას ზუროსის გუნდმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

ბაკურიანს ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა. ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი. ამ საკითხთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა.

საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ, საქართველოს კანდიდატურა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღესთან (6 აპრილი) დაკავშირებული ონლაინ-აქტივობებისთვის გამოარჩია. ნომინაციაში გამარჯვებული ონლაინ-გამოკითხვის შედეგად, ხმის მიცემით გამოვლინდება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო