საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა ჯაიანსა და ვიცე-პრეზიდენტს შალვა გაჩეჩილაძეს შეხვდა.
25 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეოთხედ უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიებები 35-მდე სპორტის სახეობაში თბილისში და ქვეყნის 30 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად საწყლოსნო სახეობათა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ნიკოლაიშვილს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესთან და ლანჩხუთის მერთან და ამავდროულად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ალექსანდრე სარიშვილთან ერთად ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ შეხვდა.
ქართველმა მთამსვლელებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს და პაკისტანში, ჰინდუკუშის მთათა სისტემაში ორი მწვერვალი დალაშქრეს. არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა ჯერ სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტი დალაშქრეს, რომლის სიმაღლე 7,303 მეტრია და შემდეგ წარმატებული ასვლა განახორციელეს ლანგუტა-ბარფის 6,833 მეტრიან მწვერვალზე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ტანვარჯიშის სახეობათა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტს კონსტანტინე ლაშხს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ვაჟა გვანცელაძე "დინამოში" 10 წელი თამაშობდა ლეგენდარული კალათბურთელების გვერდით და 1950, 1953 და 1955 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორად ნინო სალუქვაძე წარადგინა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად კრივის ფედერაციის პრეზიდენტს დავით წიკლაურს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, მათთან ერთად კრივის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები განიხილა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელა.
ფრენბურთის ფედერაციაში მიმდინარე წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ახალი გუნდი მოვიდა, რომელსაც გიორგი ქართველიშვილი ხელმძღვანელობს. თეა წულუკიანმა ფედერაციაში ჩატარებული გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებისთვის ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფედერაციებში საარჩევნო პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვა ძალიან მნიშვნელოვანია
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო