ახალციხის სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც მიიზიდავს ყველა ასაკისა და ინტერესის მომხმარებელს. მრავალფუნქციური შენობა, საცურაო აუზების გარდა, მოიცავს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებს, რაც როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას ქმნის. თითოეულ სივრცეს აქვს გასახდელები და საშხაპეები.

სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ (33x25 მეტრი) და მცირე (16x7 მეტრი) საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის; მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ.

ამჟამად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის ქალაქ ახალციხის მერიისთვის გადაცემის პროცედურები. პროცესის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება კომპლექსის მართვისთვის საჭირო პროფესიული გუნდი და ახალი სპორტული სივრცე სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას.

პროექტის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა“ ფარგლებში ეს უკვე მეოთხე განხორციელებული პროექტია. პროგრამა ითვალისწინებდა 4 სპორტული კომპლექსის მშენებლობას და დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსები.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტის მინისტმა ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დაათვალიერა

ახალციხის სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც მიიზიდავს ყველა ასაკისა და ინტერესის მომხმარებელს. მრავალფუნქციური შენობა, საცურაო აუზების გარდა, მოიცავს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებს, რაც როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას ქმნის. თითოეულ სივრცეს აქვს გასახდელები და საშხაპეები.

სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ (33x25 მეტრი) და მცირე (16x7 მეტრი) საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის; მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ.

ამჟამად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის ქალაქ ახალციხის მერიისთვის გადაცემის პროცედურები. პროცესის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება კომპლექსის მართვისთვის საჭირო პროფესიული გუნდი და ახალი სპორტული სივრცე სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას.

პროექტის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა“ ფარგლებში ეს უკვე მეოთხე განხორციელებული პროექტია. პროგრამა ითვალისწინებდა 4 სპორტული კომპლექსის მშენებლობას და დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსები.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო