ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რაჭაში ველომარათონი გაიმართა

მარათონი სამ კატეგორიაში - პროფესიონალები (60 კმ), მოყვარულები (20 კმ) და ბავშვები (10 კმ) - ჩატარდა და მასზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი, 100-მდე მონაწილე დარეგისტრირდა. თითოეულ მანძილზე გამოცხადდნენ გამარჯვებულები ქალებსა და მამაკაცებს შორის:

60 კმ მანძილზე (პროფესიონალები):

ავთანდილ ფირანიშვილი

სვეტლანა მკრტიჩიანი

20 კმ მანძილზე:

გაზიზულინ დავით

ვერიკო ბაზალი

10 კმ მანძილზე:

თემურ რეხვიაშვილი

მართა სოხაძე

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. სპორტის სამინისტროსთან ერთად, მარათონის მხარდამჭერები არიან კერძო სექტორის წარმომადგენლებიც.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო