ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართველმა ველომრბოლელმა მიხეილ ხუჭუამ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

მიხეილ ხუჭუამ შუალედური ფინიშების მოგებით საბოლოოდ 16 ქულა მოიპოვა - 5 ქულით აჯობა ესტონელ მეტოქეს და მწვანე მაისური დაისაკუთრა; შესაბამისად, ქართველმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა და რბოლის საუკეთესო სპრინტერის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ველოსპორტის იუნიორთა ეროვნული ნაკრებიდან საერთაშორისო ტურნირზე ასევე იმყოფებოდნენ გიორგი გაბრიჭიძე, რომელმაც მე-7 ადგილი დაიკავა და დავით ხელაშვილი - მან 23-ე პოზიციაზე დაასრულა რბოლა.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო