ორივე ოქროს მედალი აკაკი ჯინჭარაძის (+ 107 კგ) ანგარიშზეა; მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 246 კგ დაძლია და ჩემპიონობა იზეიმა, სამი მისვლის ჯამში კი 721 კგ დააგროვა და მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
მაკა კვინჩიას (+86 კგ) ანგარიშზეა ორი ვერცხლის მედალი; მან ინდივიდუალურ გამოსვლაში 126 კგ აწია და ვიცე-ჩემპიონი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 371 კგ დაძლია და მეორე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 218 კგ აწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 433 კგ დააგროვა და მეორე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
იაგო გორგოძემ (-107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 180 კგ ჩათვალა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ქართველი პარაძალოსნები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
">