ძიუდოისტი ქალების წარმატება პრაღაში
საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა პრაღაში 2 მარტს გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ქალთა შორის სამი მედალი მოიპოვეს.
ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, მარიამ ჭანტურია (-70 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ევროპის ღია პირველობაზე მსოფლიოს 29 ქვეყნის 166 სპორტსმენი მონაწილეობდა.
იხილეთ სრული შედეგები
იხილეთ ფოტოგალერეა