ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტის მინისტრმა საქართველოს MMA-ის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა

ქართველმა მებრძოლებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები ისტორიაში პირველად მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონი შიო გენჯაძე (40 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები შაკო მესხმა (44 კგ) და გიორგი კახიძემ (65,8 კგ) მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლებს კი რევაზ მჭედლიშვილი (57 კგ), ნინი ცქვიტარია ( 56,7კგ), გოჩა ქვრივიშვილი (83,9 კგ) და საბა სულამანიძე (93 კგ) დასჯერდნენ.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი და ნაკრების მწვრთნელები ესწრებოდნენ.

ქართველმა მებრძოლებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზეს. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით თბილისი საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის (IMMAF) ეგიდით დაგეგმილ 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე გაიმართება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო