ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
„თბილისი არენაზე" ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა

გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აბდელმონემ ელ-ჰუსეინმა მიმართეს. ტურნირში 120 ქვეყნის 1205 ქალი და მამაკაცი მოფარიკავე მონაწილეობს. ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობს; ასპარეზობები როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებს მოიცავს. მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო