ზაფხულის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 20 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს. ფესტივალზე წარმოდგენილ სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში - ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში - იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უხელმძღვანელებს სეოკის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი სეოკის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია იქნება.

ქართველი სპორტსმენები ფესტივალზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზებენ.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტის მინისტრი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიას დაესწრო

ზაფხულის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 20 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს. ფესტივალზე წარმოდგენილ სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში - ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში - იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უხელმძღვანელებს სეოკის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი სეოკის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია იქნება.

ქართველი სპორტსმენები ფესტივალზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზებენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო