ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ქვიშის პირველი თამაშებისთვის ემზადებიან

2019 წლის 10-15 ოქტომბერს, აშშ-ის ქალაქი სან დიეგო მსოფლიოს ქვიშის პირველ თამაშებს - ‘World Beach Games’ უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს. ქართველი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან მასშტაბური ღონისძიებისთვის.

ბათუმში ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები შეიკრიბა. მოჭიდავეთა ვარჯიშს დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.

მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტებულია თავისუფალი სტილით მოჭიდავეებით, მათ შორისაა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი. მათ წინ ელით 4 სალიცენზიო ტურნირი. პირველი ეტაპი 29 მარტს, პორტუგალიის ქალაქ ჩავესში გაიმართება. მოჭიდავეების შეკრება ქალაქ თბილისის მერიამ დააფინანსა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო