ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
„იბერია 1999“ საქართველოს ჩემპიონია

 

,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" 2024 წლის სეზონი დასრულდა. საქართველოს ჩემპიონია „იბერია 1999“, რომელმაც ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „სამგურალთან“ ფრედ - 1:1 ითამაშა. კლუბმა საჩემპიონო თასი მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. გამარჯვებულებს მედლები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე შალვა გოგოლაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ლიგის ჩემპიონის ვინაობა ბოლოს წინა ტურშივე გაირკვა. „იბერია 1999“-მა საქართველოს ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

„იბერია 1999“-თან ერთად ევროტურნირებზე „ტორპედო“, „დილა“ და „სპაერი“ იასპარეზებენ. ,,ეროვნულ ლიგა 2"-ში დაქვეითდა „სამტრედია“, ეროვნულ ლიგაში კი „გარეჯი“ ითამაშებს. პლეი-აუტში ,,სიონი" - ,,გაგრას", ,,თელავი" კი ,,რუსთავს" დაუპირისპირდება.

8.12.2024

ავტორი: დავით ნიკოლაიშვილი/ Davit Nikolaishvili



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო