მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში ხორვატიას უმასპინძლა. ქართველებმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად ასპარეზობს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა.

საქართველო-ხორვატიის მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.

საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად უმასპინძლა. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულეს და მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.

ინფორმაციისთვის: 2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

 

15.11.2024

ავტორი: დავით ნიკოლაიშვილი/ Davit Nikolaishvili

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი მატჩი მოიგო

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში ხორვატიას უმასპინძლა. ქართველებმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად ასპარეზობს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა.

საქართველო-ხორვატიის მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.

საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად უმასპინძლა. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულეს და მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.

ინფორმაციისთვის: 2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

 

15.11.2024

ავტორი: დავით ნიკოლაიშვილი/ Davit Nikolaishvili



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო