ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ მოციგურავეთა ქართველმა წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო - 71,30 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, დღევანდელ ასპარეზობაში კი, თავისუფალ პროგრამაში, მათ 124,84 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად 196,14 ქულით ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. ჩემპიონატის პირველადგილოსანმა იტალიურმა წყვილმა ქართველებს 3,05 ქულით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა პირველი სპორტულ წყვილია, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უფროსი ასაკის კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე წყვილმა პირველად იასპარეზა.

ავტორი: ბადრი კობიაშვილი/Badri Kobiashvili

12.01.2024



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო