საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა „ევრობასკეტ 2025“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა. ქართველმა კალათბურთელებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ სერბეთს უმასპინძლეს. მატჩი სერბების გამარჯვებით, ანგარიშით 76:63 დასრულდა.
სერბეთთან შეხვედრაში 20-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა გიორგი ცინცაძემ. კალათბურთელი ქართველ გულშემატკივარს ეროვნულ ნაკრებში გამართული 217-ე მატჩით დაემშვიდობა. ამ შედეგით ცინცაძე საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია.
საკალათბურთო მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს ნაკრები „ევრობასკეტ 2025“-ის G ჯგუფშია სერბეთთან, ფინეთსა და დანიასთან ერთად. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელები 21 ნოემბერს ფინეთში გამართავენ, 24 ნოემბერს კი მეტოქეს თბილისში უმასპინძლებენ.
ავტორი: ბადრი კობიაშვილი/Badri Kobiashvili
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი/Khatia Jijeishvili
27.02.2024
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო