რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გელა ბოლქვაძე (82 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ბულგარეთის ნაკრების წევრი აიკ მნაცაკანიანი ანგარიშით 9:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილს დასჯერდა იური ლომაძეც.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კონტინენტის მიმდინარე პირველობაზე საქართველოს ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს. ჩვენი ქვეყნის ნაკრები ასპარეზობაში 16 თებერვლიდან ჩაებმება.
ავტორი: ბადრი კობიაშვილი/Badri Kobiashvili
15.02.2024
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო