საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია ბათუმის სტადიონზე გამართულ ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე იმყოფებოდა.
ფინალში ინგლისის გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით (1:0) დაამარცხა.
21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაამთავრეს და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხეს. ,,ჯვაროსნებმა" მეოთხედფინალური მატჩი ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ, პენალტების სერიაში დათმეს.
საქართველომ ამ მასშტაბის საფეხბურთო ტურნირს ისტორიაში პირველად უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მოედნების რეაბილიტაციისა და ტურნირის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გულშემატკივართა დასწრების სამი რეკორდი დაფიქსირდა.
ავტორი: თენგიზ ებრალიძე/Tengiz Ebralidze
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი/Khatia Jijeishvili
9.07.2023
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო