ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ისტორიული წარმატება - საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ნიდერლანდების გუნდს დაუპირისპირდა. ,,ჯვაროსნებმა" მატჩი ფრედ - 1:1 დაამთავრეს.

ანგარიში მატჩის  42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა. ნიდერლანდების ნაკრებმა წონასწორობა პირველი ტაიმის დამატებულ დროში აღადგინა.

მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა. ქართველმა ფეხბურთელებმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩს 43 004 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.

ავტორი: ნინო აბრამაშვილი/Nino Abramashvili
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი/Khatia Jijeishvili

27.06.2023



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო