გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა საქართველოს 2019 წლის სუპერთასის გათამაშებას უმასპინძლა. ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ თასის მფლობელს ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე მერაბ გიგაურმა გაიტანა.
ქუთაისის „ტორპედომ“ სუპერთასი 2018 წელსაც მოიგო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლევანდელი სუპერთასი ახალი დიზაინით წარმოადგინა. გარდა ამისა, ფედერაციის გადაწყვეტილებით მას ლეგენდარული ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა.
გუნდების შემადგენლობები:
„საბურთალო“: მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, გი (გვარაძე 59), გორგიაშვილი, დიასამიძე (გოშთელიანი 75), ტერა (ალთუნაშვილი 70) გონსალვეში, კოხრეიძე
„ტორპედო“: კვასხვაძე, ცინცაძე (ჩაჩუა 77), გიგაური, ქავთარაძე, ზივზივაძე (კაპანაძე 85), აზაცკი, სტიეპოვიჩი, გეგჭკორი, დოლიძე (წიქარიძე 63), ქიმაძე, კობახიძე
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო