ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ლუკა კუბლაშვილი ევროპის ჩემპიონია

ლუკა კუბლაშვილი ევროპის ჩემპიონია

2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრმა ლუკა კუბლაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

მან ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელი მოკრივე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა

ცნობისათვის, 11-24 მარტს, ხორვატიის ქალაქ პორეცში იმართება “ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 22 წლამდე მოკრივეთა შორის”, სადაც საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების 8 სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას. მათგან 5-მა მოკრივემ უკვე მოიპოვა საპრიზო ადგილები. ესენი არიან:

1. ლუკა კუბლაშვილი - 48 კგ (ოქროს მედალი).

2. ლექსო ხასაია - 51 კგ (ვერცხლის მედალი).

3. ლაშა გაგნიძე - 63.5 კგ (ბრინჯაოს მედალი)

4. ლუკა მაჭუტაძე - 80 კგ (ბრინჯაოს მედალი)

5. ელენე ლოლაძე - 54 კგ (ბრინჯაოს მედალი)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო