ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები სამშობლოში 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები სამშობლოში 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები სამშობლოში 8 მედლით დაბრუნდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასობრივი სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე მაისურაძე დახვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან შვიდში, ფინალში სწორედ ქართველები გავიდნენ. ქართველი ფალავნები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ, 8 მედალი - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი შოთაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი კი გიორგი ცოფურაშვილს (130 კგ) ერგო.

აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველომ უმთავრეს კონკურენტს - მეორე ადგილზე გასულ თურქეთის ნაკრებს 27 ქულით გაუსწრო.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო