საქართველოს ძუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა. ბრინჯაოს პრიზიორები ლუხუმ ჩხვიმიანი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩხვიმიანმა საწყისი სამი შეხვედრა მოიგო, მათ შორის მეოთხედფინალური ორთაბრძოლა საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან. ნახევარფინალში ქართველი ძუდოისტი რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. ჩხვიმიანმა კორეელი ჰარიმ ლი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გრანდ სლემის მეორე დღეს ერთადერთი მედალი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვა. ლაშა ორის შეხვედრის მოგების შემდეგ რუს მუსა მოგუშკოვს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა. რეპეჟაშჟი ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელი ანტონი ზინგი დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი შავდათუაშვილმა ტაჯიკი სომონ მახმადბეკობის დამარცხებით მოიპოვა.
ტრავმის გამო, გრანდ სლემს, ასპარეზობაში ჩართვამდე გამოეთიშა ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ). თითო შეხვედრა მოიგეს ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ), გიორგი გუგულაშვილმა (66), გიორგი კაციაშვილმა (81) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100). პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ ფრიდონ გიგანი (73 კგ), ბექა დონღვანი (81), ლაშა ტაველური (100), ონისე ბუღაძე (+100) და ლევან მატიაშვილი (+100).
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო