ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართელოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს

საქართელოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მშვილდოსნის, ოლიმპიური ჩემპიონის, ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო

ქეთევან ლოსაბერიძე იყო მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980) და მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1972, IV ადგილი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 78), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 1979) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1971, 1972, 1974, 1975, 1981), სსრკ თასის მფლობელი (1972, 1978), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979), მილანის (1975, 1980), ლოძის (1976), კიოლნისა (1978) და ლვოვის (1981) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1980), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2002-2005).

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს დიდი სპორტსმენის ქეთევან ლოსაბერიძის ღვაწლსა და ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო