პირველად ქართული ფარიკაობის ისტორიაში, ქართველმა მოფარიკავემ გრან პრიზე მედალი მოიპოვა. ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ხმლით ფარიკაობაში გამართულ შეჯიბრებაში სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ამერიკელი ელი დერშვიცი 15:12 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, უნგრელ არონ შილაგისთან 5:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო